არსებობს ერთი თეორია, რომლის თანახმადაც მასონიზმის სათავეები მეგალითის ხანაში, ჩ.წ.აღ- მდე 700 დან 2500 წლამდე პერიოდში მომრავლებულ ტომებს შეიძლება უკავშირდებოდეს. იმ ხანად მცხოვრებმა ადამიანებმა მათთვის ხელმისაწვდომი ცოდნის საფუძველზე ააგეს თავისებური ასტრონომიული ობსერვატორიები.მაგ: სტოუნ-ჰენჯი ინგლისში.
რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი მიღწევა გახლდათ. ეს ნაგებობები მის შემქმნელ ტომებს საშუალებას აძლევდა, მზესა და ვენერაზე დაკვირვების შედეგად წელიწადის დრონი და წლები გაემიჯნათ ერთმანეთისგან და ამგვარად ჟამთა სვლაში გარკვეულიყვნენ.
ახლო აღმოსავლეთში, ზღვასთან ახლოს მდებარე გამოქვაბულში 1947-დან 1958 წლამდე აღმოცენილ "მკვდარი ზღვის გრაგნილებს" შორის ერთ-ერთ წიგნს "ენოქის წიგნი" ეწოდება. მასში გადმოცემულია მეცნიერული პრინციპები, რომლებსაც ზემოთ ნახსენები ობსერვატორიები ეყრდნობოდა. ამ პრინციპებს სხვა ტომებსაც უზიარებდნენ, ვიდრე ჩვ.წ.აღ-მდე 150 წლის წინ დედამიწას წამლეკავი წყალდიდობა დაატყდებოდა თავს.
გადარჩენილებმა ტრადიცია გააგრძელეს და როდესაც 70 წელს რომაელებმა ამ ტომთა ქურუმები იერუსალიმიდან გააძევეს, გრაგნილები, ქვის თლის ცოდნა-გამოცდილება ჰქონდათ ასახული, მათ სოლომონის ტაძრის ნანგრევებში ჩამალეს. ეს მანუსკრიპტები მანამ რჩებოდა იქ, ვიდრე შთამომავლები ტამპლიერ რაინდთა ორდენის დამაარსებლები იპოვიდნენ. 1140 წელს ტამპლიერებმა ჰუგო დე პეინის თავკაცობით, გრაგნილები აღმოაჩინა და ევროპაში წაიღო. შემდეგ ძველი აღთქმის პერიოდის ქვის მთლელთა საიდუმლო ცოდნა გადაეცა ადამიანებს, რომლებმაც ის ევროპის უდიდესი ტაძრების აგებისას გამოიყენეს, და ვინც თანამედროვე ფრანკომასონიზმში თვალსაჩინო რიტუალები, ორგანიზაციები და ნიშან-სიმბოლოები დაამკვიდრეს.
No comments:
Post a Comment