history

history

Wednesday, May 22, 2013

დგას 502 წელი, უკანასკნელი ბრძოლა დიდი ვახტანგ გორგასლისა.
სპარსეთის შაჰი კავად I შემოჭრილიყო ივრის ხეობაში უთვალავი მხედრობით.თავისი ძეც წამოეყვანა შაჰს,უფლისწული ბარტამ.
ვახტანგ მეფეც სასწრაფოდ გასულიყო იორზე ქართული ლაშქრით
პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე და ჯარი ბრძოლის წინ.
მეფემაც ბრძანა სალაშქრო სიტყვა, დაასრულა და იერიშიც ბრძანა.
სამი დღე წონასწორად ქანაობდა უთანასწორო ბრძოლის სასწორი.
სამი დღე-ღამე ისმოდა სპარსელთა ისტერიული ყვირილი:
,,დურ აზ გორგასალ!"(,,მოერიდე თავსა მგლისასა")
მეოთხედ,გადამწყვეტი შეტევისათვის შეკრა და შეამჭიდროვა გორგასალმა ქართველთა შეთხელებული რიგები.ისევ დალოცა პეტრე კათალიკოსმა ლაშქარი. საგანგებოდ გააფრთხილა მღვდელმთმთავარმა მეფე:თავს მოუარეო,თორემ არა მარტო ქართველი დაიღუპება,არამედ იერუსალიმიც ზედ მიჰყვებოდა შენი იმედის დამკარგველიო.
მეფემ იერიში ბრძანა.სპარსელებიც მედგრად დაუხვდნენ ქართველთა შეტევას მაინც შეუკავებლად მიარღვევდა ქართველი მეფე შაჰის გვარდიას. აი, კიდევაც მიეჭრა იგი მტრის შუაგულს, სადაც იდგა თვითონ თავად შაჰი.
სპარსეთის ხელმწიფე შეუშინდა ქართველ გოლიათს და,ის იყო კიდეც, გასაქცევად ცხენი შეატრიალა, რომ მისი ძე ბარტამი გამოიჭრა წინ და მახვილის მოქნევაც პირველმა მოიასწრო ქართველს.
ვახტანგმა მარცხენა ხელით ფარი აიქნია, სპარსი უფლისწულის მახვილი აისხლიტა და მარჯვენითაც უმალ მახვილი თვითონვე დაჰკრა თავში მოპირდაპირეს.
მაგრამ მეფეს აღარრც უხილავს,როგორ გადმოეშვა ცხენიდან მისი დანაკრავი მახვილით თავგაპობილი სპარსელი.
სწორედ მაშინ, როცა ფარიანი მარცხენა ხელი აღეტყორცნა, წამით მოშიშვლებულ იღლიაში ისარი მოხვედროდა მეფეს.
ხოლო ისარი იგი ქართველი კაცის ხელით ყოფილიყო ნარტყორცნი.
მეფის უახლოეს კაცთაგან თუ მსახურთაგან ყოფულიყო...და ახლა ბრძოლაში გართულ ხელმწიფეს იღლია ისე შეემუსრა,რომ ,,ისარი შეწეულ იყო ფილტვად"
დღის დასასრულამდე მაინც იომა დაჭრილმა მეფემ.მტერიც გააქცია ბრძოლის ველიდან,დასასრულ უჯარმის სასახლეში მიბრუნდა და იქ აღესრულა იმ ნაღალატევი ჭრილობისაგან დიდი ხელმწიფე-ვახტანგ გორგასალი, ,,იალბუზის გმირი".

No comments:

Post a Comment