history

history

Wednesday, May 22, 2013

ქართლის მეფის სიმონ I-ის წერილი ესპანეთის მეფეს ფილიპე I I-ს ანტიოსმალური კოალიციის შექმნის შესახებ (1596 წ.).

"...თუ შენი უდიდებულესობა და დიდებული მეფობა ნებას დამრთავს, ვილაპარაკო, როგორც მსახურმა შენს ფერხთა წინაშე, მე სიმეონ გურჯისტანის ხანი, რომელიც ვმბრძანებლობ ჩემს ქვეყანაზე, უწყოდეს შენმა დიდმა სიბრძნემ, რომ აქამდე თურქებისაგან შევიწროებულნი ვიყავით. ახლა ვხედავთ, რომ ქრისტიანთა სამეფო ფეხზე წამოდგა და დაიძრა. დიდი ქება-დიდება უკვდავ მეუფე იესო ქრისტეს, რომელმაც მისცა ძლიერება და შესაძლებლობა შენს დიდ სამეფოს და ხელისუფლებას და შენს საყვარელ მისი უდიდებულესობა კეისარ იმპერატორს, რომელმაც პატივი დაგვდო და გამოგვიგზავნა ეპისტოლე და სიყვარულისა და კავშირის წერილი (იმის შესახებ), რომ ქრისტეს ყველა მორწმუნის მიმართ ეს უცხო თესლი და ქრისტიანული სარწმუნოების მტერი, თურქი ერი, უნდა ამოფხვრილ იქნეს.
მე, სიმეონ, ხანმა გურჯისტანისამ, ალექსანდრე ხანმა ლევანდინოსამ და შაჰ აბასმა სპარსეთისამ, ჩვენ სამმა ვითათბირეთ, ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ ამიერიდან (ჩვენს ძალებს) წინ წავწევთ და თურქს თავს მოვჭრით. წმ. იერუსალიმს და ქრისტიანებს თურქის ხელიდან გავათავისუფლებთ.
აწ გთხოვ, გევედრები და გემუდარები, მიშუამდგომლო მისი უდიდებულესობის კეისარ იმპერატორის წინაშე, რათა მან მშვიდობა არ დაამყაროს თურქეთთან, რომ ამან არ შესძლოს შეავიწროოს ჩვენი ერი და ყოველი ქრისტიანი. მე და ჩემი თავადები ქრისტეს სარწმუნოებისათვის ტანჯვასა და სიკვდილზე თავს ვდებთ, რათა ჩვენს დროში ვიხილოთ წმ.იერუსალიმი და ქრისტეს წმინდა საფლავი ქრისტიან სამეფოთა ხელში.
უკეთუ შენს მონა სიმეონ ხანს შეკითხვის ღირსად გახდი, გიპასუხებ, რომ ღვთის წყალობით მტკიცედ ვდგავარ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, სიკვდილამდე ავიტან ამ ტანჯვას ქრისტეს სიყვარულისათვის, შენი დიდი მეფობისა და მისი უდიდებულესობის კეისარ იმპერატორისთვის, რომელმაც პირველმა მოგვმართა წერილით და სიტყვიერად და ფეხზე დაგვაყენა ქრისტიანთა საქმისათვის. შენს დიდს მეფობას ვთხოვ და ვეხვეწები, რომ არ დამივიწყო შენს სამსახურში და არ მომაკლო ყურადღება წერილობით და სიტყვიერად. ამ წერილის პასუხი ჩემი წერილის მომტანს გამოატანე, რომელიც ჩემთან მოვა და მე გამახარებს ჩემს ქვეყანაში.
აგრეთვე, სპარსეთის შაჰს ურჩიე, რომ ერთმანეთს შორის შეთანხმებულად ვიყოთ და ქრისტეანთა კეთილი საქმეებისათვის ვიზრუნოთ. ნურასოდეს დამივიწყებ, საქმის კურსში მამყოფე სიტყვიერად თუ წერილობით. ჯანმრთელად იყავი უფლის მიერ მეფეთა მეფეო, რომელსაც მიესალმება წმინდა სული. შენი დიდებისა და სიბრძნისათვის ეს საკმარისია. ეს წერილი დაიწერა გურჯისტანის ქვეყნის სატახტო ქალაქ ტფილისში, სომხური წელთაღრიცხვით 1056 წელს, აგვისტოს თვის 14-ს."

No comments:

Post a Comment