ირანის ცხელ მიწაზე მიაბიჯედა სააკაძე...
ირანის ცხელ მიწაზე მიაბიჯედა სააკაძე.
ერთ გვამ სხეულში ორი გიორგი გლეჯდა ერთმანეთს:
,,რას სჩადიხარ, ცუდმურო კაცო, მართლა გარბიხარ საქართველოდან?"
,,გამაქციეს და გავრბივარ"
,,ეგ სულ ერთია, გაგაქციეს თუ შენით გარბიხარ. მაინც გაქცევა ჰქვია, ხოლო სამშობლოდან გაქცევა არის ღალატი სამშობლოსა".
,,მე მალე დავბრუნდები".
,,მაგრამ მანამდე ხომ, მოღალატე გქვია!"
,,ქართველი გლეხი მაპატიებს, როცა ჩვენს საერთო დამაქცევარ თავადობას გავუსწორდები!"
,,რა ძალა შეგწევს გაუსწორდე ჩვენს თავადობას?"
,,შაჰ აბასი მომცემს მხედრობას".
,,მერე, უცხო ქვეყნიდან მოყვანილი ჯარით თავადს ისე როგორ გაუსწორდები, გლეხს რომ სისხლი არ დაანთხევინო?"
,,ვნახავ.. შევძლებ.. მოვახერხებ.."
,,დაბრუნდი- მეთქი, სანამ გვიან არ შექმნილა, შე უბედურო!"
,,მალე დავბრუნდები".
მიდიოდა სააკაძე, უცხო მიწა უწვავდა ფეხებს, კაცსაც და ცხენსაც.
მაინც მიდიოდა, რამეთუ სატანა აჯდა საჟნიან ბეჭზე.
__________
უქარქაშო ხმლები.
No comments:
Post a Comment