მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი — ტაძარი თბილისში, მეტეხის აღმართზე.
„მეტეხი“ გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში, როდესაც ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ძველ ტაძარში წმინდა შუშანიკი ყოფილა დაკრძალული. თამარის ისტორიკოსის ბასილის ცნობით, როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია.
XVIII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, შემდეგ სპარსთა გარნიზონი მდგარა. 1748 წელს ერეკლე მეორემ მეტეხი ბრძოლით მოიპოვა, აღადგინა ეკლესია და გუმბათი შეაკეთა, რასაც ადასტურებს ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერა. XIX საუკუნის შუა პერიოდში მეტეხის ტაძარი კვლავ შეუკეთებიათ.
დიდი ხნის განმავლობაში ტაძარი უმოქმედო იყო. 1979 წლიდან მასში მოქმედებდა და სპექტაკლებს მართავდა სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია, ე.წ. "მეტეხის თეატრი".
1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს. მორწმუნეებმა შეაკეთეს გაძარცვული ტაძრის კანკელი. 1992 წლიდან გარდაცვლილი შვილის სულის საოხად ტაძრის სარემონტო სამუშაოებში ჩაება მშენებელ-ინჟინერი ალექსანდრე ანთაძე.
არქიტექტურა [რედაქტირება]
მეტეხის ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანია. მისი კედლების წყობა კლასიკურ ქართულ ტრადიციებს ემყარება და აგებულია თლილი მომწვანო-რუხი ქვით. ტაძრის გეგმა წარმოადგენს მართკუთხედს, რომლის შუაშიც გუმბათის საყრდენი ოთხი ბურჯია აღმართული. საკურთხევლის მხარეს განლაგებულია სამი ნახევრად ცილინდრული ფორმისაფსიდი. აღმოსავლეთის ფასადს დიდი ჯვარი და სარკმლის ქვემოთ ორი ნატიფად მოჩუქურთმებული რომბი ამშვენებს, რაც სამთავისის ტაძრის ცნობილი სქემაა.
საუკუნეთა მანძილზე ტაძრის არქიტექტურამ ბევრი ცვლილება განიცადა და მასში მკაფიოდ აღინიშნება სხვადასხვა ეპოქის კვალი: XIII საუკუნის ტაძრიდან შემორჩენილია აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები კამარებამდე, დასავლეთის კედლის აღმოსავლეთი ნაწილი.
XVI-XVII საუკუნეებში აგურითაა აღდგენილი ოთხივე ბოძი, დასავლეთის პატრონიკე, კამარები და სხვა. ერეკლე მეფის დროსაა აღდგენილი სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი. არისXIX საუკუნის ფენებიც.
წარწერები [რედაქტირება]
აღმოსავლეთ ფასადზე არის შემდეგი წარწერა:
| „ | მეფემ ირაკლიმ ეს ციხე მტერსა წაართო მალადო.
აიღო ჭუარი ქრისტესი წინ მიიმძღუარა ფარადო.
დაიხსნა ეკლესიანი, ახლა აქუს სახლის კარადო.
ღუთის მოყუარესა ჴელმწიფეს ასე ჰსჭირს ამის გუარადო.
ღუთის სადიდებელად, მეოხად მეფის ერეკლესია.
| “ |
სიწმინდეები [რედაქტირება]
ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს წმ. შუშანიკის საფლავი. თავდაპირველად წამებული დედოფლის ცხედარი დაბა ცურტავში განისვენებდა. სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ (VII ს.), საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით, წმინდანის ნეშტი მეტეხის ტაძარში გადაასვენეს. ცნობილია, რომ თამარ მეფემ მოოქროვილი სამოსით შეამკო ნეტარ
No comments:
Post a Comment