history

history

Wednesday, May 15, 2013

დავითგარეჯის ეკლესია


კლდეში ნაკვეთი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარე კახეთში მდებარეობს. გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და 22 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს, მათგან 3 სადავო (აზერბაიჯანის საზღვარზე) მონაკვეთზეა მოქცეული. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საზღვრით გაყოფა დაუშვებელია.
დავით გარეჯის მონასტერი
დავითგარეჯის მონასტერი დავით გარეჯელმა VI საუკუნეში დაარსა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად ჩამოსული “ათცამეტი ასურელი მამის” დასს ეკუთვნოდა. ის თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელსაც დავითის ლავრა ეწოდება. მის დროსვე შეიქმნა ორი სხვა მონასტერიც, რომლებიც საერთო კომპლექსში შედის – ე.წ. დოდოს რქა და ნათლისმცემელი.
XII საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.
დავით გარეჯიგიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, XIV საუკუნის I ნახევარში დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. ამავე საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, დავით გარეჯში სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1616-1617 სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. შაჰ-აბასის ურდოებმა აღდგომა ღამეს 6000 ბერი ამოწყვიტეს და მონასტერი გაძარცვეს.
XVII საუკუნის ბოლოს მეფე თეიმურაზი და შემდეგ არჩილ მეფე ცდილობდნენ დავითგარეჯში სამონასტრო ცხოვრების აღდგენას. ეს მხოლოდ 1690 წელს მოხერხდა, როცა მონასტრის წინამძღვრად ღირსი ონოფრე გარეჯელი დაინიშნა.
XVIII საუკუნის ხშირი თავდასხმების შედეგად, გარეჯის მონასტრის განვითარება თანდათან შესუსტდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი გაუკაცრიელდა, მხოლოდ ნათლისმცემლის მონასტერში შემორჩა რამდენიმე ბერი.
დავითგარეჯის მონასტერს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეთა ქართული კულტურის ისტორიაში. აქ დიდი მშენებლობა წარმოებდა, ფრესკები იხატებოდა. ინტენსიური სამწიგნობრო მოღვაწეობა იყო გაშლილი. დავითგარეჯაში მრავალი ასეული გამოქვაბული სენაკი, ეკლესია, სამლოცველო და სატრაპეზოა. ბევრი მათგანის კედლებმა შემოგვინახა მნიშვნელოვანი ძველი ფრესკები, ისტორიული პირების – მათ შორის თამარ მეფისა და ლაშას პორტრეტებით. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან. ასევე, საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიკურობით. აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს XVI – XVIII საუკუნეებში: ამ ხანას მიეკუთვნება ზოგი საფორტიფიკაციო ნაგებობა, საცხოვრებელი კოშკები და გამოქვაბული ოთახებიც.
დავით გარეჯი
დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი. გარეჯელი მოღვაწეები ეწეოდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯის მონასტრებში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII სს.), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს), გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს.), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა.
დავითგარეჯს ყოველდღიურად უამრავი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.

No comments:

Post a Comment