history

history

Sunday, November 24, 2013

ბერძნული ხელოვენაბ (2)

ქანდაკებები

 როდოსის კოლოსი არის შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში. ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. სამწუხაროდ არ გადარჩა მისი მცირე ნაწილიც კი.
33ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა სარდლებმა — დიადოხებმა ერთმანეთში დაინაწილეს ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი სახელმწიფოები. ამასთან მათ შორის წარმოებდა განუწყვეტლივი ბრძოლები. ყოველი დიადოხი ცდილობდა ხელთ ეგდო მეტი და უკეთესი მიწები.ძვ. წ. 305 წელს სარდალმა დემეტრე პოლიეკრეტის ყურადღება მიიქცია როდოსმა — ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო ქალაქმა. როდოსელ ვაჭართა ხომალდები ყველგან აღწევდნენ ექვსინიის პონტიდან (შავი ზღვიდან) ნილოსის ნაპირებამდე. ეგვიპტეშიც და სხვა ქვეყნებშიც როდოსელები ყიდულობდნენ ძვირფას საქონელს — პურს, ღვინოს, ზეთს, მონებს. ამ საქონლის გასაღებით როდოსელმა ვაჭრებმა დიდი სიმდიდრე დააგროვეს. მდიდარი ქალაქის დამორჩილების სურვილით დემეტრემ როდოსელებს მოსთხოვა ეგვიპტის მბრძანებელ პტოლემეუსთან ომში დახმარება. ეგვიპტესთან ომი როდოსელ ვაჭრებს უზარმაზარი ზარალს მოუტანდა. როდოსელები ეგვიპტეში ყიდულობდნენ პურის მეტ ნაწილს, თავისი ვაჭრობის მთავარ პროდუქტს და ამიტომაც დემეტრეს უარი შეუთვალეს. როდოსის ნაპირებისაკენ დაიძრა დიდი ფლოტი. ქალაქს ალყა შემოარტყა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. ქალაქის გალავანში ტარანები უზარმაზარ რღვეულებს ქმნიდნენ. სატყორცნი მანქანები -კატაპულტები და ბალისტები — ქალაქის მცველებს ქვების ჭურვებსა და ალმოდებულ ისრებს აყრიდა. მაგრამ როდოსელებში ყველაზე მეტად შიშს იწვევდა ცხრასართულიანი საალყო მანქანა — ჰელეპოლიდა (ქალაქების ამღები). სამიათას ოთხას კაცს მოჰყავდა მოძრაობაში ჰელეპოლიდა და ამ გიგანტური კოშკის სიმაღლიდან უშენდნენ ცეცხლს ქალაქის დამცველებს. თვითონ კი სამი მხრიდან იყვნენ დაცული, რკინის ფურცლებით, რომლებითაც შეჭედილი იყო ჰელეპოლიდა. ფურჩლებში კიდევ დატოვებული იყო პატარა ხვრელები იარაღისა და მოისრეებისათვის. ჰელეპოლიდა ყოველ დღე დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს, მაგრამ როდოსელები მაინც არ ნებდებოდნენ. დანგრეული კედლების შიგნით ახალს აშენებდნენ. ანგრევდნენ და სწვავდნენ კედლის მნგრეველ მანქანებს და თავის რიგში დამპყრობლებს დიდ ზიანს აყენებდნენ. როდოსელების მომხრე ეგვიპტელები კი ახერხებდნენ, მათთვის საკვების შეტანას. ალყა გაჭიანურდა და დემეტრე იძულებული გახდა უკან დაეხია. ზავის თანახმად როდოსელებმა შეინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დემეტრემ დატოვა კუნძული. ქალაქის გალავანთან დარჩდა მხოლოდ გიგანტური ჰელეპოლიდა, რომელიც დემეტრემ როდოსელებს აჩუქა. გადაწყვეტილ იქნა ჰელეპოლიდის დაშლა და მისი რკინის გაყიდვა. მასში ვაჭრები ქალაქს 300 ტალანტამდე ფულს სთავაზობდნენ. სახალხო კრებაზე გადაწყდა: რკინაში აღებული ფულით შექმნილიყო კუნძულის მფარველი ღმერთის ჰელიოსის ქანდაკება. მის გამოსახულებას როდოსელები მონეტებზე ჭრიდნენ. ჰელიოსის ქანდაკებანი ამშვენებდნენ როდოსელთა ტაძრებს. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ღმერთებმა როდოსი ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს ჰელიოსის თხოვნით. როდოსს უწოდებდნენ ჰელიოსის „ღვთაებრივ განდაკებას“. როდოსელებმა გადაწყვიტეს პატივი ეცათ თავიანთი მფარველი ღმერთისათვის და აეგოთ მისი გიგანტური განდაკება — კოლოსი, ეს როდოსელთა დიდი გამარჯვების სამახსოვრო ძეგლი უნდა ყოფილიყო.
33ქანდაკების დამზადება დაავალეს ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარის მოქანდაკის მოწაფეს — ქარესს. ქარესი როდოსის მკვიდრი იყო, ქ.ლინდიდან. მისი სახელგანთქმული მასწავლებელი, მრავალი უკვდავი ქმნილების ავტორი, დიდოსტატი — ლისი პი. ძველ საბერძნეთში დიდი მოწონებით სარგებლობდა მისი ნამუშევარი, ათლეტის ქანდაკება. ლისი პმა სწორად და ცოცხლად გამოკვეთა ათლეტის სახე, ჭაბუკი მძლეოსნისა, რომელიც ჭიდაობის შემდეგ ტანს იწმენდს მტვრისაგან. ლისი პის საყვარელი გმირი იყო ჰერაკლე. ლისი პის ქანდაკებათა მარმარილოს ასლები დღემდეა შემონახული, მაგრამ მოქანდაკის საყვარელი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოსაგან შექმნა მან ზევსის გიგანტური ფიგურა, რომელიც ძველ იტალიურ ქ. ტარენტში ინახებოდა. შორს გაითქვეს სახელი აგრეთვე ალექსანდრე მაკედონელის ბრინჯაოს სკულპტურულმა პორტრეტებმა. ლისი პის ბევრი მოწაფე ცმობილი იყო როგორც თავისი საქმის დიდი მცოდნე. სახელი გაითქვა აგრეთვე ქარესმაც. პირველ რიგში მან როდოსელებს უჩვენა ქანდაკების მოდელი. ქანდაკება დამზადდა თიხისაგან და იყო ადამიანის ზომის. ქარესმა მზის ღმერთი გამოაქანდაკა, სიცოცხლით სავსე ჭაბუკის სახით, რომელსაც თავზე სხივოსანი გვირგვინი ედგა. ჭაბუკი ღმერთი ზეზე იდგა, მთელი ტანით ოდნავ უკან გადახრილი, მარჯვენა ხელით თვალები მოეჩრდილა და სადღაც შორეთში იხედებოდა. მარცხენა ხელით აკავებდა მოსასხამს, რომელიც მიწაზე ეცემოდა. ქანდაკების სიმაღლე, როგორც ქარესი ამბობდა, იქნებოდა არანაკლეც სამოცდაათი წყრთისა (36 მ). ასეთი საბერძნეთში ჯერ არ ყოფილა. მოდელის ჩვენების დროს როდოსის მოქალაქეებმა დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეს. საჭირო იყო ქანდაკება ისე დამდგარიყო, რომ თვითონაც კარგად გამოჩენილიყო და არ დაეჩრდილა სხვა ნაგებობები. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, როდოსელებმა ქარესის განკარგულებაში გამოიყვანეს ასობით გამოცდილი ოსტატი ხელოსანი მჭედლები, ჩამომსხმელები, ბრინჯაოს დამმუშავებელი ოსტატები, ქვის მთლელები და ხუროები. მშენებლობის გეგმა უბრალო იყო და ნათელი. უწინარეს ყოვლისა მომავალი კოლოსის ადგილზე დადგეს კვარცხლბეკი. მის სიღრმეში დაამაგრეს ქვის სვეტები. მალე სამუშაოები აიყვანეს ადამიანის სიმაღლეზე მაღლა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ქარესის გეგმის თანახმად, სამუშაოზე მოვიდნენ მიწის მთხრელები. მათ მოჰქონდათ დიდი რაოდენობით მიწა. კვარცხლბეკის დაფარეს მიწით და მის ადგილზე წამოიზარდა დამრეცი მიწის გორაკი. ამ გორაკის ფერდობებზე დადგეს ხის ფიცარნაგი, აიტანეს მასალა და შეუდგნენ კოლოსის შექმნას. ქანდაკებას აკეთებდნენ ნაწილებად და იარუსებად აწყობდნენ ერთიმეორეზე. ყოველი ახალი იარუსით სულ უფრო მაღლა ადიოდნენ მშენებლები. სულ უფრო ციცაბო ხდებოდა მიწის გორაკი . ქანდაკების ტანი გაყოფილი იყო არამარტო იარუსებად, ნაწილნაწილ მზადდებოდა ყოველი იარუსი, ყოველი დეტალი. კოლოსის მშენებლობა თორმეტი წელი გრძელდებოდა. ჰელიოსის ქანდაკება თავისი სიდიდით მართლაც აღემატებოდა მანამდე არსებულ ყველა კოლოსს. ქარესის ამ არაჩვეულებრივ ქმნილების სანახავად უთვალავი მოგზაური მოდიოდა.
33გიგანტმა მხოლოდ 56 წელიწადი გასძლო. ძვ.წ.224 წელს, როდის ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. თითქმის ყველა ნაგებობა მიწასთან გაასწორა. კოლოსის აღდგენის უამრავი ცდა უშედეგოდ დასრულდა. უამრავმნახველთა შორის ძველი წელთაღთიცხვით I საუკუნეში, მიწაზე დანარცხებული კოლოსი ინახულა რომაელმა მწერალმა პლინიუს უმცროსმა. ის წერდა, რომ ახლაც კი როცა ქანდაკება მიწაზეა, ის გაოცებას იწვევს. მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ორივე ხელი შემოაწვდინოს ჰელიოსის ცერას. წაქცეული კოლოსი ათას წელიწადზე მეტ ხანს არსებობდა, ხოლო 977წელს ის ერთ მდიდარ ვაჭარს მიეყიდა, რომელმაც ნაწილებად დაშლილი ქანდეკება 900 აქლემის მეშვეობით გაიტანა.

ბერძნული ხელოვნება (1)

ბერძნული ხელოვნება — სხვა ძველი ხალხებისაგან განსხვებით, ბერძნები ხელოვნებაში ადამიანურ გრძნობებს ადიდებდნენ. ჯერ კიდევ პირველი ბერძნების გამოჩენამდე, ეგეოსის ზღვაში მდებარე კიკლადების კუნძულებზე შეიქმნა უძველესი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც, ძირითადად, მარმარილოს ქანდაკებას წარმოადგენს. ძვ. წ. XX საუკუნის ნახევრად აბსტრაქტული სკულპტურები თავისი სტრუქტურით თითქოს წააგავს მათ. ბერძნულ კულტურაზე ასევე დიდი გავლენა ჰქონდა კუნძულ კრეტაზე არსებულ მინოსის კულტურას. კრეტელების თიხისა და ლითონის ნაკეთობები კარგად შეისწავლა და დახვეწა ბერძნულად მოლაპარაკე ხალხმა, რომელიც ძვ. წ. XX საუკუნეში საბერძნეთის მიწებზე დასახლდა. ეს ხალხი ცნობილია მიკენელების სახელით (ქალაქ მიკენეს მიხედვით). მიკენელები ომის მოყვარულნი იყვნენ. მათ მიერ შესრულებულ ოქროს თასებსა თუ ბრინჯაოს ხმლებზე ამოტვიფრული იყო ბრძოლისა და ნადირობის სცენები.


ქანდაკებები

პიგმალიონი და გალათეა


ძველი დროის მხატვარ–მოქანდაკეთა შორის პიგმალიონს მეტად საპატიო ადგილი ეკავა. დიდებული მხატვრის სამშობლო კუნძულ კვიპროსის მკვიდრნი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი ყველანი განცვიფრებაში მოდიოდნენ პიგმალიონის ნიჭითა და ხელოვნებით.
მხატვარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი ხელოვნური ნაწარმოებნი კიდით–კიდემდე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა. ახალგაზრდა მხატვრის თითოეულ ნაწარმოებს ერთიორად ჰმატებდა ღირსებას შინაგანი და გარეგანი სილამაზის ხელოვნურად შეკავშირება. ყველგან და ყველაფერში დიდებული მხატვარი საჭიროდ თვლიდა შინაგანი და გარეგანი სიმშვენიერის ჰარმონიულად შეზავება–შეკავშირებას.
33მხატვრის სწორედ ასეთი შეხედულებით აიხსნებოდა ის გარემოება, რომ ახალგაზრდა პიგმალიონს კიპროსის მკვიდრთა ქალიშვილებს შორის მეუღლეც კი ვერ მოეძებნა: სილამაზე–სიმშვენიერის თაყვანისმცემელს კიპროსის მოკვდავ ქალებს შორის ვერცერთი ლამაზად ვერ დაესახა. ერთხელ დიდებულმა მხატვარმა სპილოს თეთრი ძვლებისაგან გამოაქანდაკა ისეთი სილამაზით შემკული ახალგაზრდა ქალი, რომლის მსგავსი მთელს დედამიწის ზურგს  არასოდეს არ მოვლინებია. თითოეული მნახველი, კაცი თუ ქალი, განცვიფრებით შეჰყურებდა ახალგაზრდა ქალის – გალათეას ქანდაკებას და ასე ეგონა, აი, საცაა ხმას ამოიღებს ეს უმშვენიერესი ქმნილება და თავისი ადგილიდან დაიძვრისო. თითოეული მნახველი უხმოდ, უსიტყვოდ იდგა ქანდაკების წინაშე და ერთ წუთსაც თვალს ვერ აშორებდა დიდებული ნაწარმოების დიად სიმშვენიერეს. ახალგაზრდა ქალის სურათი ისე ცხოველმყოფელი, ისე თვალისა და გულის წარმტაცი იყო, რომ სრულიად გავიწყდებოდათ, უსულო ქანდაკებას შეჰყურებდით, თუ სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე ახალგაზრდა ქალს. თვით დიდებული მხატვარიც კი აღტაცებაში მოდიოდა თავისი ნაწარმოების სიმშვენიერით და განსაზღვრულად ტკბებოდა დიადი სურათის ცქერით.
33პიგმალიონი მთელი დღე გარს უვლიდა ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და დროგამოშვებით ეჭვიც კი ებადებოდა, ცოცხალი ქალის სურათის ხილვით ტკბებოდა, თუ სპილოს ძვლებიდან გამოქანდაკებული უსულო ქმნილებით. მხატვარი დიდის მოკრძალებით შეეხო ახალგაზრდა ქალის ქანდაკებას და ასე ეგონა, თითქოს სპილოს ძვლების მაგივრად ხორცშესხმულ, სიცოცხლით და ძალღონით სავსე ახალგაზრდა ქალს ხელის შეხებით ეხმატკბილებოდა. მხატვრის აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. პიგმალიონს ასე ეჩვენებოდა, თითქოს ახალგაზრდა ქალი კიდევაც ტკბებოდა და ნაზად ესაუბრებოდა. პიგმალიონმა, ნიშნად ღრმა პატივისცემისა, უხვად შეამკო ახალგაზრდა ქალის ქანდაკება სხვადასხვა სურნელოვანი ყვავილითა და თაიგულებით. ძვირფასი მდიდრული ტანსაცმლით შემოსა ახალგაზრდა მხატვარმა ქანდაკების სხეული, ხელების თითები ერთიანად მოუჭედა ძვირფასთვლებიანი ბეჭდებით და ლამაზად მოღერებული ყელი კი ასეთივე თვლებით მოჭედილი ფარღულით.
33კუნძულ კვიპროსის ქუჩებს სადღესასწაულო სახე მიეღო. ყველანი მორთულ–მოკაზმულიყვნენ და ქალღმერთ აფროდიტეს საკურთხევლისაკენ მიეშურებოდნენ მსხვერპლის შესაწირად.
კვიპროსელები ამ დღეს ქალღმერთ აფროდიტეს სახელწოდების დღეს დღესასწაულობდნენ. სხვა მრავალ მლოცველს შორის აფროდიტეს საკურთხევლის წინაშე პიგმალიონიც წარსდგა და მოკრძალებით, მაგრამ გულმხურვალედ შესთხოვა ქალღმერთს: „მოწყალეო ქალღმერთო! თუ ყოვლის შემძლე ღმერთი ხარ, მოიღე მოწყალება და ჩემს მეუღლედ დასახე ის ახალგაზრდა ქალი…“ – დიდებულ მხატვარს უნდოდა ეთქვა ცოლად დამისახე ის ქალი, რომელიც სპილოს ძვლებიდან გამოვაქანდაკეო, მაგრამ ამის გამოთქმა ვერ გაბედა. ბოლოს, როგორც იქნა, თუმცა დიდის გაჭირვებით, პიგმალიონმა ასე დაამთავრა თავისი გულწრფელი ვედრება: „ჩემს მეუღლედ დასახე ჩემი ქანდაკებისავე მსგავსი ქალი“. ქალღმერთმა აფროდიტემ შეისმინა პიგმალიონის გულმხურვალე ვედრება და ნიშნად თავისი ღვთაებრივი მოწყალებისა სამჯერ ააღვივა ცეცხლი საკურთხეველზე.
33მსხვერპლის შეწირვის შემდეგ დიდებული მხატვარი შინ დაბრუნდა. პიგმალიონი თვალმოუშორებლივ შესცქეროდა თავის სათაყვანო ახალგაზრდა ქალის საუცხოო ქანდაკებას და უსაზღვრო აღტაცებაში მოდიოდა. მაგრამ დახეთ საკვირველებას! სპილოს ძვლებისაგან გამოქანდაკებულ დიდებულ სურათს სხოველმყოფელი სხეული შეუსხამს, ახალგაზრდა ქალი ტკბილად, საოცნებო ხმით მიესალმა მხატვარს და ლმობიერად ხელი გაუწოდა. პიგმალიონს ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ მის წინაშე ხორცშესხმული ახალგაზრდა ქალი იდგა, იგი კიდევ ეჭვის თვალით შეჰყურებდა, ეგების თვალი მატყუებს და ვცდებიო. მაგრამ დახეთ პიგმალიონის აღტაცებას, როცა იგი ნამდვილად დარწმუნდა, რომ სრულებითაც არ ცდებოდა. დიდებულმა მხტვარმა ლმობიერადვე და მეგობრულად გაუწვდინა თავისი მადლიანი ხელი ახალგაზრდა ქალს და გულმხურვალედ შესთხოვა სამუდამოდ დამეგობრებოდა, განუსაზღვრელი და გულწრფელი სიყვარულის ნიადაგზე საფლავის კარამდე მჭიდროდ შეკავშირებულიყვნენ.
დიახ, ნათქვამია, სული სულს იცნობს და გული გულსაო, და მართლაც ასე მოხდა. პიგმალიონმა სულ მოკლე ხანში დიდებული, ბრწყინვალე ქორწილი გადაიხადა. მრავალ მოპატიჟებულ სტუმარს შორის ქალღმერთ აფროდიტეს უპირველესი ადგილი ეჭირა. ყველანი დიდის აღტაცებით და დიდის პატივისცემით შეჰყურებდნენ ახალგაზრდა ქალის ბედნიერებას, ყველანი გულწრფელად ულოცავდნენ ახალგაზრდა მხატვარს ასეთ სიმშვენიერესთან სულიერად დაკავშირებას.
დიახ! მეტად დიდებული და ბრწყინვალე იყო ეს ქორწილი. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ყველანი შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ გალათეას სიმშვენიერეს, რადგან ეს მშვენიერება, ეს კალმით აღუწერელი სილამაზე დიდებული მხატვრის დიადი ნიჭის მადლიანი ნაწარმოები იყო.







ალექსანდრე მაკედონელი. მნიშვნელოვანი თარიღები

  • ძვ. წ. 340 : როდესაც ფილიპე II აჯანყების ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან აჯანყება ჩაახშო და ქალაქს ალექსანდროპოლისი დაარქვა.
  • ძვ. წ. 336 : მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი.
  • ძვ. წ. 334 : ივნისში, გრანიკოსის ბრძოლაში, მან დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი აიღო ჰალიკარნასი.
  • ძვ. წ. 333 : ისოსის ბრძოლა. მან გადაჭრა გორდიას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი.
  • ძვ. წ. 332 : 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს გავგამელის ბრძოლაში მან საბოლოოდ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III. 21 ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში.
  • ძვ. წ. 331 : გავგამელის ბრძოლა. ალექსანდრემ მესამედ დაამარცხა დარიოსის ჯარი.
  • ძვ. წ. 330 : მთლიანად დაიპყრო სპარსეთი.
  • ძვ. წ. 329 : იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში. იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები.
  • ძვ. წ. 328 : წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის აჯანყება მაკედონიაში.
  • ძვ. წ. 327 : სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს ალექსანდრემ დაიპყრო ”სოგდიის კლდე”, აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან ინდოეთი დაიპყრო.
  • ძვ. წ. 326 : ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს დიდზანს არ გაგრძელებულა.
  • ძვ. წ. 325 : ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს მიაღწია.
  • ძვ. წ. 324 : ალექსანდრემ ქ. სუსაში გასცა ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ სპარსი ქალები. თვითონ კი დარიოს III-ის ქალიშვილზე - სტატირაზე იქორწინა. ივლისში მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან. ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ ის მისი საყვარელიც იყო, მაგრამ ეს არცერთი წყაროთი არ დასტურდება).
  • ძვ. წ. 323 : ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10 ივნისს იგი გარდაიცვალა მძიმე დაავადების გამო.

Monday, November 11, 2013

ტრაიანე - რომის იმპერატორი

მარკუს ულპიუს ტრაიანე (ლათ. Marcus Ulpius Traianus, შვილად აყვანის შემდეგ ლათ. Marcus Ulpius Nerva Traianus) (*15 სექტემბერი 53, იტალიკა, ბეტიკა — 8 აგვისტო/9 აგვისტო 117, სელინუნტი, კილიკია) – რომაელი იმპერატორი ანტონინების დინასტიიდან (ლათ. Caesar Nerva Traianus Augustus, 28 იანვარი 98 წლიდან). დიდი პონტიფიკი 98 წლიდან. საპატიო ტიტულები: ლათ. Germanicus (ოქტ./ნოემბ) 97 წლიდან), ლათ. Pater patriae ( 98 წლიდან), ლათ. Dacicus Maximus ( 31 დეკემბერი 102 წლიდან), ლათ. Optimus ( 114 წლის გაზაფხულიდან), ლათ. Parthicus (21 თებერვალი 116 წლიდან). სიკვდილის შემდეგ გაღმერთებულია (ლათ. Divus).

96 წელს, ნერვას სიკვდილის შემდეგ , მისი შვილობილი ტრაიანე გახდა იმპერატორი. იგი წარმოშობით ესპანეთიდან იყო. პირველი პროვინციელი იყო რომელიც რომის იმპერატორი გახდა. ეს უჩვენებს თუ რა მდგომარეობა ეკავათ იმპერიაში იმ დროის რომანიზებულ დასავლეთ პროვინციებს. იგი ენერგიული ადმინისტრატორი და კარგი მხედართმთავარი იყო. ცდილობდა სენატთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა. რომელიც უკვე აღარ იყო ძველი ლათინური არისტოკრატებით დაკომპლექტებული, არამედ მასში პროვინციელი არისტოკრატები ჭარბობდნენ.
მისი იმპერატორობის დროს სენატს მეტი უფლებამოსილება მიენიჭა. იგი ასევე ცდილობდა აღედგინა რომაული არმიის ავტორიტეტი. 101 წელს მან დაკიასთან დაიწყო ომი. დაკიელები მხოლოდ 2 წლიანი გაცხარებული ბრძოლების შედეგად დანებდნენ. ომი 105 წელა განახლდა დაკიის რომაულ გარნიზონებზე თავდასხმით, რაზეც რომაელებმა 106 წელს დაკიაში შეჭრით და მომდევნო წელს მისი პროვინციათ ქცევით უპასუხეს. ამ გამარჯვების ღსანიშნავად ტრაიანმა ახალი ფორუმი ააშენა და მის ცენტრში 40 მეტრის სიმაღლის სვეტი აღმართა.
109 წელს იმპერატორმა პართიასთან ომისთვის მზადება დაიწყო. იმავე წელს რომაელები კავკასიის რეგიონში შეიჭრნენ და კოლხებს და იბერიელებს მათი ბატონობა აღიარებინეს. 111 წელს რომაელებმა სინის ნახევარკუნძული და არაბეთის ჩრდილო დასავლეთი დაიპყრეს. 114 წელს კი ტრაიანე სომხეთში შეიჭრა და იგი რომის პროვინციათ აქცია. მომდევნო წელს კი რომაელმა ლეგიონერებმა მესოპოტამიის დიდი ნაწილი დაიკავეს. 116 წელს რომაელებმა უკვე პართიის დედაქალაქი ქტეზიფონი დაიკავეს. ასურეთი, მესოპოტამია და ბაბილონეთი რომის პროვინციებად იქცა. ამით ტრაიანემ ომის დასრულება გამოაცხადა, მაგრამ 116 წლის ბოლოს აჯანყება ატყდა არა მარტო დაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ ეგვიპტეში, კირენაკიაში და კვიპროსზე. ამ აჯანყების ჩასახშობად ტრაიანეს მოუწია აღმოსავლური არმიის ნაწილის გაგზავნა, რითიც ისარგებლეს პართიელებმა და დარჩენილი ლეგიონები გაწყვიტეს.
117 წლის ზაფხულში რომაელებს მოუწიათ სამხრეთ შუამდინარეთის დატოვება, ხოლო მოგვიანებით მესოპოტამიის დიდი ნაწილისაც. რომის არმია ძალიან დასუსტდა. ტრაიანეს სურდა არმიის ბრძოლისუნარიანობის აღდგენა და ომის გაგრძელება. ამისთვის იგი გაემგზავრა რომისკენ, მაგრამ გზაში ავად გახდა და მოკვდა. რომაელების მეხსიერებაში ტრაიანე დარჩა როგორც საუკეთესო პრინცეპსტი, ალბათ უფრო იმიტომ რომ მმართველობის პერიოდის უმეტესობა ლაშქრობებში გაატარა, ხოლო სახელმწიფოს მართვა სენატს ანდო.

ჰუნები

ჰუნები — ცენტრალური აზიის ტრამალებიდან გამოსული თათართა მოდგმის ცხენოსანი, მომთაბარე და ნახევრადმომთაბარე ტომები, რომლებიც II-IV სს შეიჭრნენ ევროპაში. IV საუკუნის 70-იან წლებში დაიწყეს დასავლეთით გადანაცვლება, შეუტიეს ოსტგუთებს,ვესტგუთებს, სხვა ტომებს და ამით ბიძგი მისცეს ე.წ. ხალხთა დიდ გადასახლებას. ჰუნებმა გაანადგურეს, განდევნეს და შეიერთეს ბევრი ტომი, შექმნეს ტომთა დიდი გაერთიანება ატილას მეთაურობით. 451 წელს შეიჭრნენ გალიაში, მაგრამ რომაელებმა ვესტგუთებთან შეკრეს კავშირი და დაამარცხეს ჰუნები კატალაუნის ბრძოლაში (451). შედეგ ჰუნების ტომობრივი გაერთიანება დაიშალა. აზიაში დარჩენილი ჰუნები კი ძირითადად ცენტრალურ აზიაში ცხოვრობდნენ IV-VI საუკუნეებში, მათი მცირე ნაწილ კავკასიაში VIII საუკუნემდე შემორჩა.
უცნობია, რა მიზეზებით მიატოვეს ჰუნებმა შორეული ჩინეთის მოსაზღვრე აზიის სტეპები (სტეპები – ხრიოკი ადგილები, მგონი სწორად მახსოვს :)) და დაიძრნენ დასავლეთისკენ. 375 წელს ჰუნები თავს დაესხნენ გოთების გერმანულ ტომებს, რომლებიც იმ დროს რომის იმპერიის მიღმა, შავი ზღვის ჩრდილოეთში ცხოვრობდნენ. გოთები შესანიშნავი მეომრები იყვნენ თუმცა ჰუნთა ურდოებმა მალევე გატეხეს ისინი. გოთების ერთი ნაწილი – ოსტგოთები დაემორჩილნენ ჰუნებს, ვესგოთებმა კი უკან დაიხიეს რომის საზღვრებისკენ, თავის გადასარჩენად რომის იმპერიას შეეკედლნენ… :ae: …..
თუ აქამდე ამ ტერიტორიაზე რომის იმპერიას ქონდა გავლენა, ჰუნების გამოჩენისშემდეგ ძალთა თანაფარდობა შეიცვალა იმპერიის საწინააღმდეგოდ. ჰუნების ტომთა გაერთიანება განსაკუთრებით ძლიერი გახდა “ღვთის რისხვად” წოდებულ ატილას მმართველობისას. ის რკინის ხელით მართავდა ჰუნებს და დამორჩილებულ ხალხს. მათი მთავარი ბანაკი სამხედრო ძალებით განლაგებული იყო დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე ატილას წინამძღოლობით ჰუნებმა გაანადგურეს ქვემო რაინზე მდებარე გერმანული ტომის ბურგუნდების სამეფო. ატილამ დალაშქრა და ხარკი დაადო აღმ. რომის იმპერიას – ბიზანტიას.
451 წელს ატილამ თავისი ურდოები ლაშქრობისთვის გალიისკენ დაძრა. ჰუნებმა გადალახეს რაინი და განაგრძეს გზა სამხრეთ-დასავლეთით მათ დასახვედრად გამოვიდა არმია სხვადასხვა გერმანული ტომების გაერთიანებებით რომაელი მხედართმთავრის აეცეუსის წინამძღოლობით. ბრძოლა კატალაუნის ველებზე მოხდა და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრძოლად იქცა, რომელშიც იმდროინდელი ევროპის თითქმის ყველა ტომისხალხი იბრძოდა. ვერცერთი მხარე ვერ იმარჯვებდა, ბრძოლა თანაბარი იყო. ბოლოს ატილა იძულებული გახდა უკან დაეხია.
ატილას დამარცხება არ ნიშნავდა იმას რომ “ღვთის რისხვა” ევროპას აგარ მოევლინებოდა მომდევნო წელსვე ჰუნები იტალიაში შეიჭრნენ და რომისკენ აიღეს გეზი, იმ დროის მხდალმა იმპერატორმა ვალენტინიან III ბრძოლა ვერ გაბედა და ფაქტიურად უბრძოლველა აპირებდა რომის დათმობას, თუმცა რომის პაპმა ლეოI ძვირფასი ძღვენი მიართვა ატილას და ისიც უბრძოლველად უკან გაბრუნდა. რომაელებმა ეს სასწაულა აღიქვეს. გოთი ისტორიკოსი იორდანესი ჰუნების შესახებ ასეთ რამეს წერდა:
“შეიძლება ისინი იმარჯვებენ არა იმდენად ბრძოლით, რამდენადაც საშინელი, თავზარდამცემი გარეგნობით.. მათი გარეგნობა აფრთხობდათ საშინელი სიშავით, შეიძლება ითქვას სახის ნაცვლად გონჯი გუნდა ქონდათ, რომელსიც თვალის ნაცვლად ნახვრეტები იყო. მათი მრისხანე გარეგნობა ამჟღავნებდა მათი სულის სიმკაცრეს, ისინი მხეცებივით ექცევიან თავის შთამომავლობასაც, დაბადების პირველ დღეებშივე ვაჟებს ლოყებს რკინით უპობენ, რათა სანამ დედის რძეს იგრძნობენ ჭრლობის გემო გასინჯონ. ამიტომ ისინი უწვეროდ ბერდებიან და მოკლებულები არიან სიყმაწვილის სილამაზესაც. სიმაღლით ტანმორჩილები თუმცა მოძრაობაში მკვირცხლები განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ცხენოსნობისკენ, კარგად ისვრიან მშვილდ-ისარს. მაგარი კისრის წყალობით ყოველთვის ამაყად არიან გამართულები. ადამიანის იერით ისინი ცხოველურ ველურობაში ცხოვრობენ.”
რომაელი ისტორიკოსი ჰუნებზე ამბობდა, რომ ომის დროს გულისგამგმირავად ყვიროდნენ, მსუბუქი შეიარაღება ქონდათ ტანზე უხეში სელი ან ტყავი ემოსათ. საოცარი სისწრაფით შეეძლოთ ბრძოლის დროს მანევრირება. ერთხელ ჩაცმულ ტანსაცმელს ისინი არასოდეს იხდიდნენ სანამ არ შემოაცვდებოდათ, მუდამ ცხენზე იყვნენ; საუბრის დროს, ჭამის დროს ძილითაც კი ცხენზე ეძინათ. მუდმივი საცხოვრებელი არ ქონდათ, თითქოს დევნილები იყვნენ.
ახლა კი ისევ გოთი ისტორიკოსი იორდანესი ჰუნების მმართველის ატილას შესახებ:
“ეს კაცი იყო მოწოდებული შეეძრა მსოფლიო. კაცი რომელიც ამოუცნობი მიზეზების გამო უსაზღვრო შიშს გვრიდა ყველას. ალბათ იმ სასტიკი სახელის გამო რომელიც მან დაიმკვიდრა.
იგი იყო ტანმორჩილი, მხარგანიერი, მსხვილთავა. ჰქონდა პატარა თვალები, თხელი ჭაღარა წვერი, ჭაღარაგარეული თმა, ჩაჭყლეტილი ცხვირით, საზიზღარი კანის ფერით, ის წარმოაჩენდა თავისი წარმოშობის ყველა ნიშანს. თავის ძალაუფლებას მიხვრა-მოხვრაშიც ამჟღავნებდა, ამაყად მიაბიჯებდა გარშემო თვალის ბრიალით. ომის მოტრფიალე იყო, მაგრამ თვითონ ბრძოლას თავს არიდებდა. მთხოვნელთა მიმართ არ იყო მკაცრი. ასევე ლმობიერი იყო მათ მიმართ ვინც დაემორჩილებოდა.”
სულ ეს იყო ჰუნების და ატილას შესახებ. მგონი ძალიან საინტერესოა ;)

ბერძნული მითოლოგია

ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.
ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობითხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთებისქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადადბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყაროილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადადტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებსმსხვერპლთშეწირვისპრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებშიელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება ძველ დროში ბერძნებს სწამდათ,რომ სამყაროს ძლევამოსილი უკვდავი ღმერთები მართავდნენ.ხოლო ამბებს ღმერთებზე და გმირებზე მითები ეწოდება.ძველი ბერძნები მითიურ სცენებს ლარნაკებზე,თასებსა და სხვა ნივთებზე ხატავდნენ.ასე რომ, მითები ასეთი გზითაც შემოგვრჩა.2 000 წლის წინ საბერძნეთი ქანდაკებებითა და მითიური ფრიზებით იყო დამშვენებული მრავალი ტაძარი იყო აღმართული.მაგრამ სამწუხაროდ დღეს მათგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

ჩვენ ვაგრძელებთ გვერდის გააქტიურებას

დღეიდან თქვენ სჰეგიდზლიათ დაპოსტოთ ან დააკომენტაროთ ინფორმაცია და ჩვენ მას მოვიძიებთ და გვერძე აგიტვირთავთ.